მეუფე გრიგოლი ვერ აკონკრეტებს, გაიმართება თუ არა უახლოეს მომავალში კვლავ წმინდა სინოდის სხდომა
მეუფე გრიგოლი ვერ აკონკრეტებს, გაიმართება თუ არა უახლოეს მომავალში კვლავ წმინდა სინოდის სხდომა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ვერ აკონკრეტებს, გაიმართება თუ არა წმინდა სინოდის სხდომა უახლოეს მომავალში, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

„ყოველ შემთხვევაში, ვიდრე მოწვეული იქნება სინოდის სხდომა, ჩვენ ვიმოქმედებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი რწმენის, სინდისის მიხედვით და ვიმოქმედებთ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიხედვით. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ნაწილი, ამ ქვეყნის მოქალაქეები და ვიბრძვით ზეციური მოქალაქეობისთვის“,- აცხადებს ფოთისა და ხობი მიტროპოლიტი.

კითხვაზე, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება თუ არა შეიკრიბოს სინოდი ასე მოკლე ინტერვალით,  მეუფე გრიგოლმა უპაუხა, რომ საჭიროების დროს, ამ საკითხთან დაკავშირებით შეზღუდვა არ არსებობს.

„შეიძლება დღეების განმავლობაში ჩატარდეს სინოდი და კვირა გაგრძელდეს, საჭირობა როგორ მოითხოვს. რა თქმა უნდა, შეუძლებელი არაფერია. შეიძლება ითხოვდეს კიდეც ეს ვითარება. კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს სინოდის თავმჯდომარე. სხვა პროცედურული საკითხები, თუ სინოდის თავმჯდომარე არ იწვევს, ასე გაწერილი არ არის, როგორც პარლამენტში.

ერთ რამეს გეტყვით უბრალოდ, მე რაც არ მომწონს, ეს უკვე მეორედ მოხვდა ჩემს ყურთასმენას, როცა კონკრეტული საგანგებო გადაწყვეტილების მიღება ხდება და ითქმება ხოლმე, ერთხმად მიიღო სინოდმა გადაწყვეტილებაო. მე აბსოლუტურად არ ვიღებ ამ გადაწყვეტილება, რადგან „ერთხმად“, თვითონ ეს ტერმინი ცოტა წარსულის ტერმინია . ერთხმად გადაწყვეტილებას იღებდნენ, როცა ყველა თავის ხმას გამოხატავდა. იქ, სადაც კენჭისყრა არ ტარდება, გადაწყვეტილება ერთხმად არ მიიღება“,-  განაცხადა მეუფე გრიგოლმა.