მეუფე გრიგოლი - ვეცადოთ, მაქსიმალურად შევასრულოთ ყველა წესი და რიგი, საჭირო არ არის მხოლოდ ღვთისმსახურებაზე გამოკიდება, როცა მანამდეც არსებობს ინფიცირების საფრთხე
მეუფე გრიგოლი - ვეცადოთ, მაქსიმალურად შევასრულოთ ყველა წესი და რიგი, საჭირო არ არის მხოლოდ ღვთისმსახურებაზე გამოკიდება, როცა მანამდეც არსებობს ინფიცირების საფრთხე

ვეცადოთ, მაქსიმალურად შევასრულოთ ყველა  წესი და რიგი, თორემ მხოლოდ რაღაც ერთ ეპიზოდზე, ღვთის მსახურებაზე გამოკიდება, მაშინ, როცა მანამდე მისვლამდეც არის დაინფიცირების საფრთხე, საჭირო არ არის, – ამის შესახებ ხობისა და ფოთის ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ, სადაც ემბაზი, წყალკურთხევის შენობაა ან ტაძრის შესასვლელთან.

„ნებისმიერ შემთხვევაში აქ სივრცე საკმაოდ არის, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა, თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას“, – განაცხადა მუფე გრიგოლმა.

ამასთან, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ რატომ არ ესწრებოდა პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელ სადღესასწაულო წირვას.

„ვერ გეტყვით , არის ხოლმე შემთხვევები, როცა არ ესწრება პატრიარქი. ხან შეუძლოდ არის ადამიანი, ხან გადაღლილია. მეც მქონია ასეთი შემთხვევა, ნებისმიერს. ასე რომ, ამას მე ვერ გეტყვით. რატომ უნდა გაგიკვირდეთ, რომ პატრიარქი ვერ დაესწროს, იცით ყველამ მისი მდგომარეობა და აქედან გამომდინარე, ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე ახლა მის ფიზიკურ მდგომარეობას შეეფერება,“ – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.