მეუფე გრიგოლი - მეუფე პეტრეს ვურჩევდი, რომ ბერი უნდა იყოს მონასტერში
მეუფე გრიგოლი - მეუფე პეტრეს ვურჩევდი, რომ ბერი უნდა იყოს მონასტერში

მე მას ვურჩევდი, ბერი უნდა იყოს მონასტერში, – ამის შესახებ ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა მისი წინამორბედის, პეტრე ცაავას შესახებ განაცხადა.

მოლოდინების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად მან განაცხადა, „მშვიდობა, სიყვარული, ჩავეხუტები მეუფეს და მადლობას გადავუხდი“.

„მთავარი შეკითხვა ესაა, რომ მესამე წელია, მეუფე პეტრესთან იყო ასეთი საუბარი, რომ მივიდეს პატრიარქთან და მოინანიოს. მე ვფიქრობ, რომ ყველას გვტკივა გული. გზაზე რომ მოვდიოდი, ყველა მეუბნებოდა, მარტვილი აღელვებული არისო, წალკაც აღელვებულია. ყველანი დავმშვიდდეთ. მე ვარ ექიმი და ვიცი, რომ ოპერაცია ვერ ტარდება, როცა ვიღაც ყვირის ან ჩხუბობს. ვისაუბროთ წყნარად. პატრიარქმა გუშინაც თქვა, ვაპატიოთ ერთმანეთს“, – განაცხადა მან.

მეუფე გრიგოლი მარტვილში დღეს ჩავიდა, სადაც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ხვდება.