მეუფე გრიგოლი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე – ახალ წელს უნდა შეხვდნენ ეკლესიაში, შინ და არა საავადმყოფოში, ციხესა და სასამართლოში

10:49, 25.12.2019

ახალ წელს უნდა შეხვდნენ ეკლესიაში, მონასტრებში, შინ და არა საავადმყოფოში, რეანიმაციაში, ციხეში და სასამართლოში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა, მეუფე გრიგოლმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს. ეს უკვე პრეზიდენტის პრეროგატივაა. ახალ წელს უნდა შეხვდნენ ეკლესიაში, მონასტრებში, შინ და არა საავადმყოფოში, რეანიმაციაში, ციხეში და სასამართლოში“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი