მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა, სადაც ეპარქიის ყოფილ ხელმძღვანელ პეტრე ცაავას შეხვდება

15:29, 01.11.2019

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წარდგენილი მეუფე გრიგოლი მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში მივიდა.

მეუფე გრიგოლი პეტრე ცაავასა და ეპარქიის სასულიერო პირებს შეხვდება.

როგორც მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, დღეს მთელი საქართველო აღელვებულია და ახლა მთავარია დამშვიდება.

„მესამე წელია, მეუფე პეტრესთან იყო საუბარი, რომ მივიდეს პატრიარქთან და შენდობა მოითხოვოს. გუშინ მომხდარზე ყველას გული სტკივა. მთელი საქართველო აღელვებულია. მე ვარ ექიმი და ოპერაცია, გამოკვლევა ვერ ტარდება იმ დროს, როდესაც ყვირის ან ჩხუბობს ვიღაც, დავმშვიდდეთ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მსგავსი