მეუფე გრიგოლი - ჩამოსულია კომისია, ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ვცდილობთ, მშვიდად გაგრძელდეს ცხოვრება, მადლობა ყველას, ვინც ამ ეპარქიაში მოღვაწეობდა, მადლობა მეუფე პეტრეს
მეუფე გრიგოლი - ჩამოსულია კომისია, ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ვცდილობთ, მშვიდად გაგრძელდეს ცხოვრება, მადლობა ყველას, ვინც ამ ეპარქიაში მოღვაწეობდა, მადლობა მეუფე პეტრეს

ვეცნობით ეპარქიას, სიტუაციას და ვცდილობთ, რომ აქ მდგომარეობა არ დაზიანდეს, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მეუფე გრიგოლმა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

„დღეს ჩატარდა საკვირაო წირვა. ყველანი ვართ დამწუხრებულები, ვნერვიულობთ, რათა მოხდა ის, რაც მოხდა. ეს დღეები, წმინდა სინოდის მერე და სულ ვეკითხები ჩემს თავს, რატომ მოხდა ეს. რატომ აღმოვჩნდი მე ამ ტაძარში, როგორც მწირველი მღვდელმთავარი და დღევანდელი სახარება ძალიან კარგად გვიხსნის, თუ რატომ. დღეს ჩვენ წავიკითხეთ იგავი მდიდარისა და გლახაკისა, სადაც წერია, რომ იყო მდიდარი, რომელიც კარგად ჭამდა და სვამდა, ცხოვრობდა ფუფუნებით და მასთან ახლოს იყო გლახაკი, არც სახლი ჰქონდა, არც კარი, არც საჭმელ-სასმელი. ჭამდა იმას, რაც ტაბლიდან, ტრაპეზიდან იქნებოდა მასთან- ნამცეცებს და გარდაიცვალა მდიდარი, გარდაიცვალა გლახაკი. უფალი გვეუბნება, არსებობს მდიდარი და არსებობს ღარიბი, მეორედ მოსვლამდე სამოთხიდან ჩანს ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთიდან ჩანს სამოთხე. აღმოჩნდა მდიდარი ჯოჯოხეთში და წიაღსა შინა აბრაამისა არის ეს გლახაკი ლაზარე.

წმინდა სინდის სხდომის შემდეგ მე ეგრევე წამოვედი და ეს სამი დღეა აქ ვარ. ვეცნობით ეპარქიას, სიტუაციას და ვცდილობ, რომ აქ სიტუაცია არ დაზიანდეს. იყო ასეთი ფილოსოფოსი, მეცნიერი ჰიპოკრატე, მისი ტერმინი, აფორიზმი არის ასეთი „ნო ნოცერე“, რაც ნიშნავს – „არ გააფუჭო“, „არ დააზიანო“. ასე ვთქვათ, პაციენტის მდგომარეობა და ვფიქრობ, რომ ვიცხოვრო ამ აფორიზმით“,- განაცხადა მეუფე გრგოლმა.

მისივე თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში ძალიან ბევრია გაკეთებული, ბევრი კეთდება და მომავალშიც გაკეთდება. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეპარქიაში მოღვაწეობდა.

„ძალიან ბევრია გაკეთებული ამ ეპარქიაში, ბევრი კეთდება და გაკეთდება. სპეციალურადაა ჩამოსული კომისია, ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ვცდილობთ მშვიდად, ლოცვა-კურთხევით გავაკეთოთ ყველაფერი და გაგრძელდეს ცხოვრება ამ ეპარქიაში. მადლობა მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც ამ ეპარქიაში მოღვაწეობდა, მეუფე პეტრეს. წმინდა მამები ამბობენ, შეიძლება ავაშენოთ ბევრი ეკლესია-მონასტერი, მაგრამ უფალმა არ დაგვაჯილდოვოს. უფალი აჯილდოებს არა შრომას, არამედ თავმდაბლობას, რომელიც შრომიდან იბადება“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.