მეუფე გრიგოლ კაცია - საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება 
მეუფე გრიგოლ კაცია - საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება 

მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი სინოდის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა.

როგორც მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება.

„ზენონი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრებოდა. პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება დიდი ბრიტანეთის ეპარქია“, – აღნიშნა გრიგოლ კაციამ.

საქართველოს საპატრიარქომ 18 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა.