მეუფე გრიგოლ კაცია - მამა ანდრია სარიას სამჯერ შევთავაზე დარჩენა, თუმცა მან აირჩია ეს გზა, დატოვა ეპარქია
მეუფე გრიგოლ კაცია - მამა ანდრია სარიას სამჯერ შევთავაზე დარჩენა, თუმცა მან აირჩია ეს გზა, დატოვა ეპარქია

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, გრიგოლ კაციამ მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მიმართ საპატრიარქოს გადაწყვეტილება საკვირაო წირვის შემდეგ მედიასთან შეაფასა.

მეუფე გრიგოლ კაციას თქმით, საპატრიარქოს კომისიამ მამა ანდრია გააფრთხილა, თუმცა მან არ გაითვალისწინა და მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო, არ დარჩა.

„მამა ანდრია სარიას სამჯერ ვთხოვე, თუმცა, მან აირჩია ეს გზა, დატოვა ეპარქია. მას 15 წლია, ვიცნობ. სამჯერ შევთავაზე დარჩენა. ის იყო წინამძღვარი ეკლესიის, თვითონ აირჩია ეს გზა. დატოვა მეუფე პეტრესთან ერთად რეზიდენცია. მეუფე პეტრეს დავალებით მუშაობდა არქივზე, დადიოდა მასთან შიომღვიმის ეკლესიაში. ჩვენ მივეცით განტევების სიგელი და მერე არ გვინახავს. დაიბარეს კომისიაზე, მისცეს ერთხელ გაფრთხილება, ორჯერ. ეს არ არის შურისძიების გაგრძელება, ეს კანონიკაა“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ბრძანების თანახმად, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა.