ილია მეორის გადაწყვეტილებით, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა
ილია მეორის გადაწყვეტილებით, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებაშია ნათქვამი. დოკუმენტი 20 იანვრით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.

ილია მეორის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქოს დებულებების, ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოსა და პატრიარქის ბრძანებით გაფრთხილების მიუხედავად, მღვდელმონაზონი ანდრია (სარია) კვლავ აგრძელებს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებებით შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერებას. ამის გამო მღვდელმონაზონ ანდრიას აეკრძალა მღვდელმოქმედება და მიეცა დრო სინანულისთვის.

2019 წლის დეკემბერში ანდრია სარია საპატრიარქოში დაიბარეს და ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლების ოქმი გააცნეს.

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით, 19:00 საათზე საპატრიარქოში მედიის წარმომადგენლებთან საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ისაუბრებს.

დატოვე კომენტარი