მეუფე გერასიმე - თბილისის ანძა არა ლგბტ ფერებში, არამედ მუდმივად ქართული სიმბოლიკის ფერებში უნდა განათდეს
მეუფე გერასიმე - თბილისის ანძა არა ლგბტ ფერებში, არამედ მუდმივად ქართული სიმბოლიკის ფერებში უნდა განათდეს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე შარაშენიძე აცხადებს, რომ თბილისის ანძა არა ლგბტ ფერებში, არამედ მუდმივად ქართული სიმბოლიკის ფერებში უნდა განათდეს. ამის შესახებ მან საკვირაო ​ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა და მრევლს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე მიულოცა.

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვაზე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ვაქცინა ჯერ ვაქცინა არ არის შექმნილი.

„მერე განვიხილავთ, შევისწავლით და გადავწყვეტთ. ჯერ არ ვიცი. ეს ვაქცინა არ არის შექმნილი. შემდეგში, როცა შეიქმნება და რეკომენდაციები იქნება, გავითვალისწინებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ უნდა იყოს ვაქცინა სავალდებულო. ვისაც უნდა, გაიკეთებს, ვისაც უნდა – არა. ერთი მაგალითი მინდა, მოვიყვანო: ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე არ არის არც რეკომენდაცია, არც პროპაგანდა, ვისაც უნდა იკეთებს, ვისაც არ უნდა, არა“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.