მეუფე ანტონი - მეზობელი სახელმწიფოსა თუ მესაზღვრეების განცხადებებზე პასუხი არა ეკლესიამ, არამედ სახელმწიფომ უნდა გასცეს
მეუფე ანტონი - მეზობელი სახელმწიფოსა თუ მესაზღვრეების განცხადებებზე პასუხი არა ეკლესიამ, არამედ სახელმწიფომ უნდა გასცეს

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დასადგენად დემარკაციის კომისიის განახლება დროული გადაწყვეტილებაა.

მისი თქმით, განცხადებებზე, რაც მეზობელი სახელმწიფოსა თუ მესაზღვრეების მხრიდან კეთდება, პასუხი არა ეკლესიამ, არამედ სახელმწიფომ უნდა გასცეს.

„ძალიან კარგი და დროულია თუ კომისია შეიქმნა, რადგან ამაზე გვიან უკვე აღარ შეიძლებოდა. აუცილებელია და ძალიან მინდა, რომ ეკლესიამდე არ მოვიდეს, ჩვენ პასუხისმგებლობამდე არ მოვიდეს ეს. თუ შევხედავთ, რომ ვისაც ავალია დედამიწის მოწყობა, ისინი ვერ აწყობენ, მაშინ რაღაცნაირად რეაქციის გარეშე ვერ დავტოვებთ. მე მგონია, სახელმწიფო გასცემს პასუხს“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.