მეუფე ანდრია - სამწუხაროა, რომ მეუფე იობის ეპარქიის ზოგიერთმა სასულიერო პირმა არ გამოიჩინა სამღვდელო პირისთვის შესაბამისი ცხოვრების წესი, სულიერება, არ გაუფრთხილდა ეკლესიას
მეუფე ანდრია - სამწუხაროა, რომ მეუფე იობის ეპარქიის ზოგიერთმა სასულიერო პირმა არ გამოიჩინა სამღვდელო პირისთვის შესაბამისი ცხოვრების წესი, სულიერება, არ გაუფრთხილდა ეკლესიას

ატენისა და გორის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია ყინწვისსში მომდარ ფაქტთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

მისი თქმით, თუ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, სამწუხაროა, რომ მეუფე იობის ეპარქიის ზოგიერთმა სასულიერო პირმა არ გამოიჩინა სამღვდელო პირისთვის შესაბამისი ცხოვრების წესი.

„ჩემთვის ინფორმაცია მხოლოდ მედიასაშუალებებითაა ცნობილი. ვიტყვი ერთს, რომ გულწრფელად თანავუგრძნობ მეუფე იობს, თუ ეს ყოველივე არის სინამდვილე. სამწუხაროა, რომ მისი ეპარქიის ზოგიერთმა სასულიერო პირმა არ გამოიჩინა სამღვდელო პირისთვის შესაბამისი ცხოვრების წესი, სულიერება, არ გაუფრთხილდა ეკლესიას, მღვდელმთავარს და თქვენს პირში ჩააგდო მეუფე იობი“, – განუცხადა მეუფე ანდრიამ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს ბრალდება 28 აპრილს წარუდგინა.

მას გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლა.

ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს დავით (კობა) კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

დატოვე კომენტარი