მეუფე ანანია - ტაძართან ვართ, ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას
მეუფე ანანია - ტაძართან ვართ, ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, მეუფე ანანია აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შედგენილ პეტიციას ხელს მოაწერს.

კითხვაზე, შეუერთდებით თუ არა პეტიციას და აპირებს თუ არა სააკაშვილის მონახულებას ციხეში, მეუფე ანანიამ აღნიშნა, რომ პატიმრის მიხედვა და მოწყალება აუცილებელია.

რაც შეეხება პეტიციის ხელმოწერის შესახებ კითხვას, მეუფე ანანიამ განაცხადა: ​„აუცილებლად“.

კითხვაზე, რატომ აპირებს პეტიციის ხელმოწერას, მეუფე ანანიამ განაცხადა: „ტაძართან ვართ, ტაძართან, ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას“.