მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება
მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგურები „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ტექნიკური ხარვეზის გამო, მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდება ზონალურად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და პირიქით. როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.

„ადგილზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელიც აღნიშნულ პრობლემას დროულად აღმოფხვრის. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.