მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ბარათაშვილის ქუჩამდე და მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გადასასვლელ ხიდამდე დროებითი მარშრუტები დაინიშნა
მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ბარათაშვილის ქუჩამდე და მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გადასასვლელ ხიდამდე დროებითი მარშრუტები დაინიშნა

თბილისის მერიამ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო, მგზავრთა გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით ორი დროებითი მარშრუტი დაამატა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთი მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე, ხოლო მეორე – მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე.

მათვე ინფორმაციით, ისინი, სხვა მუნიციპალური ავტობუსების მსგავსად, მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

დატოვე კომენტარი