მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მგზავრი გარდაიცვალა
მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მგზავრი გარდაიცვალა

თბილისში, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მგზავრი გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, შუა ხნის მამაკაცი ექსკალატორზე მგზავრობის დროს შეუძლოდ გახდა. მეტროს თანამშრომლებმა ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მედპერსონალის მოსვლის მომენტისთვის მგზავრი უკვე გარდაცვლილი იყო.

შემთხვევა დღეს 17:45 საათზე მოხდა.