მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ შესასვლელში სამართალდამცველები მოქალაქეების ნაწილს ამოწმებენ
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ შესასვლელში სამართალდამცველები მოქალაქეების ნაწილს ამოწმებენ

მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ შესასვლელში სამართალდამცველები მოქალაქეების ნაწილს ამოწმებენ.

აღნიშნულს მოქალაქეების მხრიდან ხმაური და უკმაყოფილება მოჰყვა.

ამასთან, ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია, არის თუ არა ვინმე დაკავებული.

როგორც ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციელს არ შეუძლია, თვითნებურად ყველა შეამოწმოს.

„მედიით მოვისმინე მოქალაქეებისგან, რომ პოლიცია ჩხრეკდა მათ. მინდა, საზოგადოებისთვის განვმარტო, რომ ზედაპირულ შემოწმებასაც სჭირდება საფუძველი. უნდა არსებობდეს დასაბუთებული ეჭვი, რომ ადამიანს აქვს უკანონო ნივთები. პოლიციელს არ შეუძლია, თვითნებურად ყველა შეამოწმოს. გარდა ამისა, ინდივიდუალურ შემთხვევებში უნდა შედგეს ოქმი, ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს პროცედურა იყოს დაცული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ, რომელიც ადგილზე იმყოფება.