მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ორი პირი დააკავეს

20:53, 28.01.2018

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მოქალაქის დაკავებაა ასახული.

პირველი არხი აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, მეტროპოლიტენში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა) საპატრულო პოლიციამ 2 მოქალაქე დააკავა, რომლებიც უწყების ინფორმაციით, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.

 

მსგავსი