მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა
მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მატარებლის ლიანდაგში მამაკაცი ჩავარდა. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბირგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მათივე ცნობით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, რამედნიმე წუთით მეტრო ზონალურად მუშაობდა.

„შემთხვევა 12:15 საათზე მოხდა. მგზავრი მატარებლის ლიანდაგში ჩავარდა. მამაკაცი გადარჩა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მოხდა ძაბვის მოხსნა, მეტრო ზონალურად მუშაობდა „დიდუბიდან“ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით“,- აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ამ დროისთვის, მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.