მეტროსადგურ „ნაძალადევში“ ვაგონის დაზიანების გამო შეფერხება იყო
მეტროსადგურ „ნაძალადევში“ ვაგონის დაზიანების გამო შეფერხება იყო

თბილისის მეტროპოლიტენში, სადგურ „ნაძალადევში“ შემადგენლობების მოძრაობა ექვსი წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შემთხვევა 14:26 საათზე მოხდა და მიზეზი ერთ-ერთი ვაგონის ტექნიკური პრობლემა იყო. რა სახის დაზიანება ჰქონდა ვაგონს, კომპანიაში არ აკონკრეტებენ. მათი ინფორმაციით, ჩიხში შესვლისა და მომდევნო შემადგენლობის მიერ მოძრაობის გაგრძელებას ექვსი წუთი დასჭირდა, რის შემდეგაც მოძრაობა აღდგა.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთ-ერთი მგზავრი, ახალგაზრდა ქალი, შეუძლოდ გახდა და მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.