მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია

22:58, 08.09.2025

მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ მომხდარი შემთხვევა გახდა, სადაც მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.

მათივე ცნობით, ადგილზე გამოძახებულია სამაშველო სამსახური. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მსგავსი