მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხება იყო
მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხება იყო

მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“  შეფერხება იყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისი მეტროპოლიტენის პრესსამსახურმა განუცხადა, მატარებელი ტექნიკური ხარვეზით გაჩერდა და საჭირო გახდა მისი ჩიხში გადაყვანა.

მისივე ინფორმაციით, მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე რამდენიმე წუთის განმავლობაში მატარებლები მოძრაობდნენ მხოლოდ მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ „სადგურის მოედნამდე“ და პირიქით. შეფერხება დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა მთლიან ხაზზე აღდგენილია.