მეტროსადგურ „დიდუბეში“ დაშავებული მამაკაცი დაიღუპა
მეტროსადგურ „დიდუბეში“ დაშავებული მამაკაცი დაიღუპა

დაახლოებით 70 წლის მამაკაცი, რომელიც მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგში ჩავარდა, დაიღუპა, – ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა, რის შემდეგაც მატარებელი შეეხაჯა და მამაკაცი დაიღუპა.

თბილისის სატრანსპორტო სამსახურში პირველ არხს განუცხადეს, რომ ინციდენტის გამო, მეტროსადგურ „გოცირიძესა“ და „დიდუბეს“ შორის მოძრაობა დროებით შეჩერებულია.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.