მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო
მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო. როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებლები დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში მხოლოდ მეტროსადგურ სამგორამდე მოძრაობდნენ და ვერ ემსახურებოდნენ ვარკეთილის მეტროსადგურის მგზავრებს.

მისივე თქმით, ამ დროისათვის მეტროპოლიტენი შეუფერხებლად მუშაობს.

„მატარებლები დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში მოძრაობდნენ მხოლოდ მეტროსადგურ სამგორამდე. ვარკეთილის მეტროს მგზავრებს ამ 12 წუთის განმავლობაში ვერ ვემსახურებოდით. პრობლემა ამ დროისათვის მოგვარებულია და მატარებლები ჩვეულებრივად გამოდიან საწყისი პუნქტიდან. რა სახის ტექნიკური ხარვეზი იყო, მოგვიანებით დაზუსტდება”, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.