მეტროპოლიტენის პრესსამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სადგური „თავისუფლების მოედანი“ შეფერხებით მუშაობს

18:37, 01.06.2018

თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში არ ადასტურებენ აქციაზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სადგური „თავისუფლების მოედანი“ შეფერხებით მუშაობს, – ამის შესახებ პირველ არხს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს.

რუსთაველზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ მეტრო „თავისუფლების მოედანი“ შეფერხებით მუშაობს და თბილისის მერს კახა კალაძეს აღნიშნული მეტროსადგურის გახსნისკენ მოუწოდა.

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია 16:00 საათიდან მიმდინარეობს.

მსგავსი