მეტროპოლიტენის მუშაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო

17:17, 20.08.2019

რამდენიმე წუთის განმავლობაში, თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა შეფერხებული იყო.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, შეფერხების მიზეზი მეტროსადგურებს – „გოცირიძესა“ და „ნაძალადევს“ შორის მატარებლის დაზიანება გახდა. დამხმარე მატარებლის მეშვეობით, ის ჩიხში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

მსგავსი