მეტრომ მუშაობა განაახლა [ფოტო]
მეტრომ მუშაობა განაახლა [ფოტო]

თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა.

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ჯერ უცნობია, რამდენი პროცენტით გაიზრდება მათი ხელფასები. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს ხანში დაიწყება.

თბილისის მერს კახა კალაძეს გაფიცული მემანქანეები გვიან ღამით შეხვდნენ, რის შემდეგაც თბილისის მერთან შეხვედრის დეტალები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა მემანქანეებთან ერთად განიხილეს და გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

თბილისის მეტროპოლიტენი ორი დღე გაჩერებული იყო.