მე-12 კლასელები 2019 წლისთვის საატესტატო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით ბათუმში აქციას მართავენ
მე-12 კლასელები 2019 წლისთვის საატესტატო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით ბათუმში აქციას მართავენ

„სამართალი სახლში დაგრჩათ?”, „ძირს უსამართლო სისტემა“, – ამ სლოგანებით ბათუმში, „ევროპის მოედანზე“ მოსწავლეები აქციას მართავენ. ისინი 2019 წლისთვის საატესტატო გამოცდების გაუქმებას ითხოვენ.

როგორც მოსწავლეები აცხადებენ, თუ წელს გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელებისთვის გაუქმდა, მაშინ გამოცდების ჩაბარება არც მე-12 კლასელებისთვის უნდა იყოს სავალდებულო.

„საქართველოს განათლების სამინისტროს უსამართლო გადაწყვეტილებას ვაპროტესტებთ. არ გვსურს, რომ ამ სისტემის ბოლო მსხვერპლი ვიყოთ. ჩვენ მეთერთმეტე კლასის გამოცდები ჩაბარებული გვაქვს და ახლა მეთორმეტე კლასში გვიწვევს გამოცდის ჩაბარება. თუ საატესტატო გამოცდა მოიხსნა, გვინდა, რომ ყველასთვის მოიხსნას“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. 2019 წელს კი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მე-12 კლასელებისთვის.