მეტოქე | ბულგარეთის ფეხბურთელთა ნაკრებს საქართველოსთან მატჩში გუნდის კაპიტანი დააკლდება #1TVSPORT

12:07, 05.09.2025

ბულგარეთის ნაკრებს ესპანეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გუნდის კაპიტანი კირილ დესპოდოვი დააკლდა, რომელიც საქართველოსთან მატჩსაც გამოტოვებს – ინფორმაციას ბულგარული გამოცემა „სპორტალი“ ავრცელებს.

„ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი კირილ დესპოდოვი ესპანეთთან მატჩისთვის მოსამზადებელ ვარჯიშზე დაშავდა, სამედიცინო შემოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ მას კუნთი ჰქონდა დაჭიმული და ამ მიზეზით ესპანეთთან მატჩი გამოტოვა. აღნიშნული დაზიანების გამო პაოკ-ის 28 წლის შემტევი ნახევარმცველი 7 სექტემბერს საქართველოსთანაც ვერ ითამაშებს“, – წერია „სპორტალის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ბულგარეთის ნაკრებმა ესპანეთთან მატჩი საკუთარ მოედანზე 0:3 წააგო.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში ბულგარეთს 7 სექტემბერს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს – მატჩი 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი