მეთიუ მილერი - რუსეთის ბევრი მეზობელი შეშფოთებულია მუქარის რიტორიკითა და ქმედებებით, რომელთა განხორციელებისთვისაც რუსეთის მთავრობამ მზაობა არაერთხელ აჩვენა
მეთიუ მილერი - რუსეთის ბევრი მეზობელი შეშფოთებულია მუქარის რიტორიკითა და ქმედებებით, რომელთა განხორციელებისთვისაც რუსეთის მთავრობამ მზაობა არაერთხელ აჩვენა

რუსეთის ბევრი მეზობელი შეშფოთებულია მუქარის რიტორიკითა და ქმედებებით, რომელთა განხორციელებისთვისაც რუსეთის მთავრობამ არაერთხელ აჩვენა მზაობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

პრესკონფერენციაზე მილერს ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომ სომხეთი დასავლეთის მიმართულებით მიდის, რასაც მოსკოვი უპასუხებს.

მეთიუ მილერის თქმით, რუსეთის მთავრობის ასეთი რიტორიკა რეგიონის დესტაბილიზაციას იწვევს.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი აკვირდება სომხეთის ხელისუფლების განცხადებებს და გაითვალისწინებს მათ საკუთარი პრაქტიკული ნაბიჯების დაგეგმვისას.