მეტეოროლოგიური სამსახურების ინფორმაციით, ევროპაში ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს
მეტეოროლოგიური სამსახურების ინფორმაციით, ევროპაში ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს

ევროპაში ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის მეტეოროლოგიური სამსახურები ავრცელებენ.

სინოპტიკოსების ცნობით, კვირის ბოლოს საფრანგეთში ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. რეკორდული სიცხე ქვეყნის სამხრეთ ნაწილშია მოსალოდნელი.

პროგნოზის მიხედვით, 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს ტემპერატურა იტალიასა და ესპანეთშიც. უჩვეულო სიცხეა მოსალოდნელი გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთშიც.

სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურის მომატებას ჩრდილოეთ აფრიკიდან მომავალი ციკლონი უწყობს ხელს.

ევროპული მეტეოროლოგიური სამსახური აცხადებს, რომ ძლიერი სიცხე განსაკუთრებით საშიში მოხუცებისა და ბავშვებისთვისაა.