მეტეოროლოგების გაფრთხილება - ესპანეთსა და პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 48 გრადუსს მიაღწიოს

მეტეოროლოგების ცნობით, ესპანეთსა და პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურამ ამ კვირაში შესაძლოა 48 გრადუს ცელსიუსს მიაღწიოს. სინოპტიკოსების ცნობით, ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ევროპის სამხრეთით პარასკევს თერმომეტრის ნიშნული რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს.

როგორც მეტეოროლოგები აცხადებენ, განსაკუთრებული სიცხე მოსალოდნელია ესპანეთში იბერიის რეგიონში, ხოლო პორტუგალიაში ალგარვეში. აქ ტემპერატურა 41-წლიან რეკორდს მოხსნის.

პროგნოზების მიხედვით, გაუსაძლისი სიცხე მოსალოდნელია საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთშიც.

მოქალქეებს ურჩევენ, დღის განმავლობაში მზეს მოერიდონ, განსაკუთრებით ეს მოხუცებსა და ბავშვებს ეხება.

ამჟამად ევროპაში დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის რეკორდი 48 გრადუსია, რაც 1977 წლის ივლისში საბერძნეთში დაფიქსირდა.

ძლიერი სიცხის გამო, ასევე იზრდება ტყის ხანძრების რისკიც. ამჟამად ხანძარი უკვე მძვინვარებს ესპანეთში. ცეცხლი გიბრალტარის სრუტის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ტარიფას სიახლოვესაა მოდებული. ხანძარი კამარილან პოინტის ეროვნულ ნაკრძალს ემუქრება.