მეტეხის ხიდზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს შეეჯახა

00:16, 18.06.2019

თბილისში, მეტეხის ხიდზე მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად ქალმა ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი