მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენების დღე აღინიშნება

17:48, 13.11.2017

მეტეხის ხიდზე ასი ათასი მოწამის ხსენების დღე აღინიშნება. მოწამეთა ხსენების დღესასწაულის აღსანიშნავად კონცერტი ახალგაზრდული ორგანიზაცია “დავითიანის” ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც ხალხური ანსამბლები და ფოლკლორული გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის. ღონისძიებას თბილისის ახალი მერი კახა კალაძეც ესწრება.

მსგავსი