მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს

16:54, 04.03.2025

თბილისში, მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი მაშველებმა წყლიდან ამოიტანეს.

ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც შემთხვევის შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც ადასტურებს.

ავტომობილის ამოსატანად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსგავსი