მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლზე ნაწილობრივ იზღუდება
მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლზე ნაწილობრივ იზღუდება

თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს, შუაღამიდან ​ მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლზე ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

სარემონტო სამუშაოების დროს, გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ.