მეტე ფრედერიქსენი - ვერ დავადგინეთ, ვინ დგას დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის უკან, თუმცა არსებობს ერთი ქვეყანა, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, რუსეთი
ვერ დავადგინეთ, ვინ დგას დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის უკან, თუმცა არსებობს ერთი ქვეყანა, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, რუსეთი, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, დანიის საჰაერო სივრცის დარღვევამ აჩვენა, რომ ქვეყანა ევროპის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის დასაწყისშია.
„ხელისუფლებამ ჯერ ვერ დაადგინა, ვინ დგას დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის უკან. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს ერთი ქვეყანა, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს – რუსეთი. რუსეთი, რომელიც კონტინენტის დესტაბილიზაციას ცდილობს. სურთ, რომ აღარ ვენდობოდეთ ჩვენს ხელისუფლებას. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს, რომ ევროპის უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე ემუქრება და ის რეალურია“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა დრონების სამომავლო შესაძლო თავდასხმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოპენჰაგენმა მსგავსი შემთხვევებისთვის მზადყოფნის დონე გააძლიერა. ამასთან, ფრედერიქსენის თქმოთ, რომ მსგავსი თავდასხმები ევროპის დაბნევას ისახავს მიზნად.