მეტე ფრედერიქსენი - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული წესრიგი, რომელიც წარმოუდგენლად კარგი იყო დანიის მსგავსი პატარა ქვეყნისთვისაც, აღარ არსებობს, ახლა მსოფლიო არეულობაა
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც წარმოუდგენლად კარგი იყო დანიის მსგავსი პატარა ქვეყნისთვისაც, აღარ არსებობს, ახლა მსოფლიო არეულობაა, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა მიუნხენში ვიზიტის დროს განაცხადა.
დანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს ის, რაც აუცილებელია კონტინენტის დასაცავად, ასევე გამარჯვებისთვის.
„ეს უფრო მეტად ყველაზე ძლიერის გადარჩენაზე იქნება ორიენტირებული. ამაში არაფერია ისეთი, რაც მე მომწონს. არაფერია ისეთი, რასაც ვინმეს ვურჩევდი, მაგრამ ასეა საქმე და ამიტომ ევროპა ისეთივე ძლიერი უნდა იყოს, როგორც სხვები. ეს ნაწილობრივ თავდაცვას ეხება, რათა ჩვენ გვქონდეს გაცილებით ძლიერი შეკავებისა და გაცილებით უკეთესი თავდაცვა. ჩვენ ეს უნდა განვავითაროთ, მაგრამ ასევე საქმე ეხება იმავე ინსტრუმენტების გამოყენების გაბედულობას. მაგალითად, როდესაც ამერიკელები სავაჭრო ომს გამოაცხადებენ, ევროპის პასუხი უნდა იყოს: „მაშინ ეს სავაჭრო ომია“. ეს კი მოითხოვს ევროპის გაერთიანებას, მაგრამ ასევე მოითხოვს, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალა განვავითაროთ“, – აღნიშნა მეტე ფრედერიქსენმა.