მეტე ფრედერიქსენი - გრენლანდიის მთავრობამ ნათლად თქვა, რომ კუნძული არ იყიდება, ეს ჩვენმა მთავრობამაც თქვა
მეტე ფრედერიქსენი - გრენლანდიის მთავრობამ ნათლად თქვა, რომ კუნძული არ იყიდება, ეს ჩვენმა მთავრობამაც თქვა

გრენლანდიის მთავრობამ ნათლად თქვა, რომ გრენლანდია არ იყიდება და ეს ჩვენმა მთავრობამაც თქვა, – ასე გამოეხმაურა დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ასე თუ ისე აშშ გრენლანდიას მიიღებს.

დანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, გრენლანდიას ყველაზე მეტად სურს, რომ იყოს გრენლანდია.

მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, დანიას სურს გრენლანდიასთან თანამეგობრობის შენარჩუნება და ის უნდა განვითარდეს, რათა „გახდეს უკეთესი, უფრო თანამედროვე, აგებული თანასწორობასა და პატივისცემაზე“.

მეტე ფრედერიქსენმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან არ უსაუბრია, თუმცა დანიის მთავრობა აწარმოებს მუდმივ დიალოგს აშშ-ის ადმინისტრაციასთან.