მეტე ფრედერიქსენი – გრენლანდიელებს არ სურთ, ამერიკელები გახდნენ, სწორედ გრენლანდიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, გრენლანდია არ იყიდება

12:11, 08.09.2026

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ გრენლანდიელებს არ სურთ, ამერიკელები გახდნენ.

„გრენლანდიის მთავრობასა და გრენლანდიელ ხალხს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მათ ამერიკელობა არ სურთ“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.

მისივე თქმით, ამ გზავნილის გამეორება დღესაც შეიძლება.

„იმედი მაქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით არავის ეპარება ეჭვი – არც შეერთებულ შტატებში და არც დანარჩენ მსოფლიოში. სწორედ გრენლანდიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. და, რა თქმა უნდა, გრენლანდია არ იყიდება“, – განაცხადა დანიის მთავრობის მეთაურმა.

ცნობისთვის, ისლანდიის საგარეო უწყებაში აშშ-ის ელჩი დაიბარეს მას შემდეგ ,რაც დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც კუნძული აშშ-ის დროშის ქვეშაა მოქცეული. ტრამპს არ განუმარტავს, რატომ გამოაქვეყნა ეს რუკა.

ამასთან, 7 სექტემბერს გრენლანდიამ, დანიამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს საინვესტიციო შეთანხმებას. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მომდევნო ორი წლის განმავლობაში გრენლანდიაში დამატებით 200 მილიონ ევროს დააბანდებს.

მსგავსი