მეტე ფრედერიქსენი - ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპის თავდაცვის ხარჯების შემცირება უდიდესი შეცდომა იყო
მეტე ფრედერიქსენი - ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპის თავდაცვის ხარჯების შემცირება უდიდესი შეცდომა იყო

ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპის თავდაცვის ხარჯების შემცირება უდიდესი შეცდომა იყო, – ამის შესახებ დანიის პრემიერ მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა. 

დანიის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირის პრეზიდენტობის პერიოდში დანიის პრიორიტეტი უსაფრთხო, კონკურენტუნარიანი და მწვანე ევროპა იქნება.

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა უსაფრთხოებაზე. ბოლო 30 წლის განმავლობაში თავდაცვის ხარჯების შემცირება უდიდესი შეცდომა იყო, რომელსაც აღარასდროს გავიმეორებთ. ჩვენ არ შეგვიძლია, მსუბუქად მივუდგეთ აღმოსავლეთიდან წამოსულ საფრთხეს. რუსეთის სამხედრო გადაიარაღება ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ორიდან ხუთ წლამდე პერიოდში ევროპისა და ნატო-სთვის სამხედრო საფრთხის შექმნა“, – განაცხადა დანიის პრემიერმა.

მეტე ფრედერიქსენის თქმით, ევროპა 2030 წლიდან მზად უნდა იყოს თავის დასაცავად და უკრაინისგან ისწავლოს, როგორ განავითაროს „თავდაცვის შთამბეჭდავი ინდუსტრია“.