მეტე ფრედერიქსენი - აშშ-ის არ შეუძლია სხვა ქვეყნის ანექსია, თუნდაც იმ არგუმენტით, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება საფრთხეშია
თქვენ არ შეგიძლიათ სხვა ქვეყნის ანექსია, თუნდაც იმ არგუმენტით, რომ საერთაშორისო უსაფრთხოება საფრთხეშია, – ასე მიმართა გრენლანდიაში ვიზიტით მყოფმა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა აშშ-ის ხელისუფლებას.
დანიის მთავრობის ხელმძღვანელმა უარყო აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკა და აღნიშნა, რომ დანია სანდო მეგობარია.
„ჩვენ, მოკავშირეები, თავს დაყოფის უფლებას თუ მივცემთ, ეს იქნება თქვენი მეტოქეების ხელშეწყობა. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს არ მოხდეს. ჩვენს ბიზნესებს როდესაც სთხოვთ აშშ-ში ინვესტირებას, ისინი ამას აკეთებენ. როცა გვთხოვთ, მეტი დავხარჯოთ ჩვენს დაცვაზე, ამას ვაკეთებთ და როდესაც გვთხოვთ არქტიკაში უსაფრთხოების განმტკიცებას, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვართ. მაგრამ როდესაც მოითხოვთ დანიის სამეფოს ტერიტორიის ნაწილის აღებას, როდესაც ჩვენ შევხვდით ზეწოლას და მუქარას ჩვენი უახლოესი მოკავშირის მხრიდან, როგორ უნდა გვჯეროდეს იმ ქვეყნის, რომლითაც ამდენი წელია, აღფრთოვანებული ვართ? ეს ეხება მსოფლიო წესრიგს, რომელიც ჩვენ ერთად ავაშენეთ ატლანტის ოკეანის გასწვრივ თაობების განმავლობაში, თქვენ არ შეგიძლიათ სხვა ქვეყნის ანექსია, თუნდაც საერთაშორისო უსაფრთხოების არგუმენტით“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ ვაშინგტონი პატივს სცემს გრენლანდიის თვითგამორკვევას და კოპენჰაგენმა ფოკუსირება უნდა მოახდინოს იმაზე, რომ გრენლანდიელებს არ სურთ, დანიის ნაწილი იყვნენ.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გრენლანდიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ისევე როგორც გლობალური უსაფრთხოებისთვის.