Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Instagram-ი და Facebook-ი შეფერხებით მუშაობს
Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Instagram-ი, Facebook-ი, Threads და Messenger-ი შეფერხებით მუშაობს.
მომხმარებლები აცხადებენ, რომ Meta-ს ვებსაიტებითა და აპლიკაციებით ვერ სარგებლობენ.
მხოლოდ Facebook-ის მომხმარებლებისგან პრობლების შესახებ 90 000-ზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა. ამ დროისთვის შეუძლებელია Facebook-ზე Live-ის გაშვება, პოსტების და ვიდეოების ატვირთვა.
„ჩვენ ვიცით, რომ ტექნიკური პრობლემის გამო ზოგიერთ მომხმარებელს ეზღუდება აპლიკაციებზე წვდომა. ვმუშაობთ, რომ ყველაფერი ნორმას რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს. ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის“, – აღნიშნულია Meta-ს მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
We’re aware that a technical issue is impacting some users’ ability to access our apps. We’re working to get things back to normal as quickly as possible and apologize for any inconvenience.
— Meta (@Meta) December 11, 2024