Meta ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით მიყენებული ზიანის საქმეზე 16.68 მილიარდი დოლარის გადახდას და პლატფორმებზე „მნიშვნელოვანი ცვლილებების“ განხორციელებას დათანხმდა
Meta ბავშვებისთვის სოციალური ქსელებით მიყენებული ზიანის საქმეზე 16.68 მილიარდი დოლარის გადახდას დათანხმდა.
აღნიშნულ საქმეზე კომპანია Meta-მ აშშ-ის 29 შტატთან შეთანხმებას მიაღწია და პლატფორმებზე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას დათანხმდა.
საქმე ეხება ბრალდებებს, რომ Meta-მ სოციალური ქსელები ისე შექმნა, რომ ბავშვებსა და მოზარდებში მათზე დამოკიდებულება გაეზარდა, მომხმარებლები პლატფორმების უსაფრთხოების შესახებ შეცდომაში შეიყვანა და არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები სათანადო ნებართვის გარეშე შეაგროვა.
შეთანხმების ფარგლებში Meta-მ Facebook-სა და Instagram-ზე მოზარდებისთვის აპლიკაციების გამოყენების წესები უნდა შეცვალოს. საუბარია დღიურ ლიმიტსა და აპლიკაციების ღამით გამოყენებაზე. ასევე, უნდა გააძლიეროს ასაკობრივი შეზღუდვების მქონე კონტენტზე არასრულწლოვნების წვდომის კონტროლი.
Meta-ს გარდა, მსგავსი დავების წინაშე არიან Snapchat-ის მფლობელი Snap-ი, YouTube-ის მფლობელი Alphabet-ი და TikTok-ის მფლობელი ByteDance-ი.