მეტ ჯენინგი - საქართველოს ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა
მეტ ჯენინგი - საქართველოს ნაკრების ახალი ნატურალიზებული მოთამაშეა

ამერიკელი კალათბურთელი მეტ ჯენინგი, რომელიც ესპანურ “ბასკონიაში” თორნიკე შენგელიას თანაგუნდელია, საქართველოს პასპორტს მიიღებს.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა Sportando იტყობინება, ჯენინგი აპირებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას და ჩვენს ეროვნულ გუნდში ნატურალიზებული კალათბურთელის სტატუსით თამაშს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში.

ჯენინგმა თავისი კანდიდატურა NBA-ის 2010 წლის დრაფტზე დააყენა, მაგრამ არც ერთმა კლუბმა არ აიყვანა. მას შემდეგ, ის ევროპაში თამაშობს და ისეთ კლუბებში ირიცხებოდა, როგორებიცაა – “მონტეპასკი”, “ციბონა“, “ეფესი“, “ლოკომოტივ-ყუბანი“.

2017 წლიდან ამერიკელი “ბასკონიაშია“. გასულ სეზონში, ევროლიგაზე 21 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 21 წუთს ატარებდა მოედანზე და 6.6 ქულასა და 1.7 პასს აგროვებდა.

2013 წელს “მონტეპასკიში” ვიქტორ სანიკიძესთან ერთად თამაშობდა და იტალიის ჩემპიონი გახდა. იმავე წელს იტალიის თასი მოიგო, 2015 წელს კი თურქეთის თასის მფლობელი გახდა.

ჯენინგი ამპლუით შემტევი მცველია, თუმცა გამთამშებლადაც შეუძლია მოქმედება.