ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი მესუთ იოზილი მზად არის შეუერთდეს “მეიჯორ ლიგ სოკერში“ მოთამაშე რომელიმე ამერიკულ გუნდს.
ინგლისური პრესა წერს, რომ გერმანელის გადაბირებით დაინტერესებულები არიან – „დი სი იუნაიტედი“, „ლოს ანჯელეს გელაქსი“ და „ინტერ მაიამი“.
აღნიშნავენ, რომ „არსენალი“ ხელს არ შეუშლის ფეხბურთელის წასვლას, მაგრამ ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ თავად იოზილი არ აპირებს ლონდონური კლუბის დატოვებას კონტრაქტის ამოწურვამდე.
მესუთ იოზილს იანვარში შეეძლება სხვა კლუბში გადასვლაზე მოლაპარაკებების დაწყება, რადგან ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი ამ სეზონში ვერ მოხვდა „არსენალის“ განაცხადში. ბოლო ის მოედანზე 7 მარტს იყო.
32 წლის იოზილი „არსენალში“ 2013 წლიდან თამაშობს. ამ გუნდში მას სამჯერ აქვს მოგებული ინგლისის თასი.