მესტიისკენ მიმავალ გზაზე, „შავ ღელესთან“ მეწყერი ჩამოწვა
მესტიისკენ მიმავალ გზაზე, „შავ ღელესთან“ მეწყერი ჩამოწვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობოილო გზის 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) კოკისპირული წვიმის შედეგად ჩამოიშალა ფერდი, რამაც გამოიწვია მოძრაობის შეზღუდვა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ჩაკეტილი მონაკვეთი უახლოეს საათებში გაიხსნება.