მესტიისკენ მიმავალ გზაზე, „შავ ღელესთან“ დამეწყრილი მონაკვეთი გაიწმინდა და მოძრაობა აღდგა
მესტიისკენ მიმავალ გზაზე, „შავ ღელესთან“ დამეწყრილი მონაკვეთი გაიწმინდა და მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ღამით ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 116-ე კმ-ზე (შავი ღელე) კოკისპირული წვიმის შედეგად ჩამოიშალა ფერდი, რამაც მოძრაობის დროებით შეზღუდვა გამოიწვია. „დამეწყრილი მონაკვეთი წუხელ ღამითვე გაიწმინდა და მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგა“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.