მესტიის სოფელ ლენჯერში ლელა ჯაჯვანის კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

19:45, 05.10.2018

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, ლელა ჯაჯვანის კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესრულებული სამუშაოების შედეგად, კოშკი გაიწმინდა ნანგრევებისაგან.

„სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული ოთხი წლის განმავლობაში უკვე აღდგა 80-მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაცია 150-მდე კოშკსა და მაჩუბს სჭირდება“, – აღიშნულია  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მსგავსი