მესტიის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება
მესტიის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად ტყის ხანძრის ქრობის პროცესში 45-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“,- აცხადებენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.